ახალი ამბები

პრემიერი: სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს

23 ივნისი, 2014 • • 1210
პრემიერი: სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს

“მინდა მოგილოცოთ ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღე, რადგან თქვენ ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ემსახურებით უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს, თქვენ დგახართ ხალხის და ქვეყნის სამსახურში და ერთგულებით, საქმის ცოდნით და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს. ეს ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს არის საქმე, რომელსც სჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი, და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვამაყობთ თქვენი პროფესიონალიზმით. ამ 20 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა ისეთ სტრუქტურად, რომელიც მუშაობს გამართულად, ჰყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს,”- განაცხადა ღარიბაშვილმა დღევანდელ ღონისძიებაზე.  


მასალების გადაბეჭდვის წესი