ახალი ამბები

“შარდში კრიმინალს ვერ იპოვით” – არტისტის პროტესტი ნარკოპოლიტიკას

9 ივნისი, 2014 • • 2208
“შარდში კრიმინალს ვერ იპოვით” – არტისტის პროტესტი ნარკოპოლიტიკას

არტი საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას უკავშირდება – პოლიციის ორი თანამშრომელი შარდის ანალიზს იბარებს. 

“ამ არტის გაკეთება ძალიან დიდი ხანია ჩაფიქრებული და გამზადებული მქონდა და ამ ბოლო პერიოდში, 2 ივნისის მერე ღარიბაშვილის განცხადება, კერძო სახლიდან ხალხის აყვანა და ნარკოლოგიურში წაყვანა ერთმანეთს ისე მიეწყო, აუცილებლად რეაგირება უნდა მომხდარიყო არტისტების მხრიდან, თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო. მე ასე გამოვხატე”, – ამბობს მუსია ქებურია. ის მიიჩნევს, რომ ნარკოდანაშაულისთვის ადამიანები სისხლის სამართლის წესით არ უნდა ისჯებოდნენ, ამიტომ პრემიერის განცხადება, რომლის თანახმადაც შესაძლოა მუხლების შემსუბუქების საკითხი დადგეს, თუმცა დეკრიმინალიზაცია გამორიცხულია –  მისთვის მიუღებელია:

 

“დღევანდელიც და წინა ხელისუფლებაც დეკრიმინალიზაციის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად სამკურნალო დაწესებულებების არარსებობას ასახელებს. არ უნდათ ამაზე ფული დაიხარჯოს იმიტომ, რომ რეაბილიტაცია ფიზიკურად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ციხეში შენახვა”, – აცხადებს მუსია ქებურია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი