ეკონომიკა

მეწარმე SAMSUNG–ის ნიშნით ტექნიკის ნიშანდებას უკანონოდ ახდენდა

22 მაისი, 2014 • • 1574
მეწარმე SAMSUNG–ის ნიშნით ტექნიკის ნიშანდებას უკანონოდ ახდენდა

გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმე ს. ა. საქონლის რეალიზაციის გაადვილების მიზნით სისტემატურად ახდენდა ტექნიკის ცნობილი მწარმოებელი ფირმა „SAMSUNG“-ის საფირმო სახელწოდებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის უკანონოდ ნიშანდებას.


კერძოდ, 2014 წლის 20 მაისს მეწარმემ „SAMSUNG“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაცია ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტზე განახორციელა. რის შედეგადაც ეს მეწარმე დაზარალდა. 

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  2  წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი