ახალი ამბები

ხიდაშელი: ზოგიერთი სასულიერო პირის მუქარას პატრიარქის პოზიციასთან კავშირი არ აქვს

2 მაისი, 2014 • • 1060
ხიდაშელი: ზოგიერთი სასულიერო პირის მუქარას პატრიარქის პოზიციასთან კავშირი არ აქვს

“ეკლესიის და ხელისუფლების დაპირისპირების ნიშნები არ იყო და არ არის, ეს ორი ინსტიტუცია ერთმანეთთან დაპირისპირებული არ არის. ეს იყო კონკრეტული ადამიანების ჯგუფის, ერთი მხრივ, სამოქალაქო ადამიანებს ვგულისხმობ და, მეორე მხრივ, სასულიერო პირების დაპირისპირებას.

 

მე არ ვიცი, პატრიარქი რას ფიქრობს, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, ვიცნობ ჩვენს პატრიარქს და 100%–ით ვარ დარწმუნებული, რომ “ჭკუით იყავით”, “ანათემას გადაგცემთ” და გაცილებით უფრო უარესი ტექსტები, მათ შორის ზრდილობასთან პრობლემაში მყოფი ტექსტებიც, 100%–ით შემიძლია გითხრათ, რომ ამას რამე კავშირი პატრიარქის ან საპატრიარქოს, ქართული ეკლესიის პოზიციასთან არ აქვს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი