ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძემ სესილია მალმსტრომთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა

12 დეკემბერი, 2013 • • 1336
მაია ფანჯიკიძემ სესილია მალმსტრომთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს  საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგში, მათ შორის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საკითხი:

 

“ვიზების ლიბერალიზაცია არის ის თემა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებს საქართველოს მოსახლეობას, ამიტომ ამ გზაზე მიღწეული პროგრესი განსაკუთრებით საინტერესოა. ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს წელს. რომელი კანონები არის  დამუშავების პროცესში და რომელს მიიღებს უახლოეს პერიოდში პარლამენტი. ეს კანონები არის წინაპირობა იმისთვის, რომ დავასრულოთ პირველი ფაზა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, რომელიც არის საკანონმდებლო ფაზა. როდესაც დაიწყება მეორე ფაზა, ანუ ამ კანონების ცხოვრებაში გატარება, ეს მიგვიყვანს, საბოლოო ჯამში, ვიზის ლიბერალიზაციამდე, ანუ უვიზო რეჟიმამდე საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩვენ ჩავაბარეთ ანგარიში ჩვენს ევროპელ კოლეგებს მიღწეული პროგრესის შესახებ და ვთხოვეთ მათ, რომ ამ პროგრესის შემოწმების მიზნით საქართველოში  2014 წლის პირველ ნახევარში ჩამოვიდეს მისია.  ჩვენ ეს დაპირება მივიღეთ”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი