ეკონომიკა

თბილისის მერია 100 ავტობუსზე ტენდერში მონაწილე კომპანიებს ასახელებს

26 ნოემბერი, 2013 • 1201
თბილისის მერია 100 ავტობუსზე ტენდერში მონაწილე კომპანიებს ასახელებს

ტენდერი  დედაქალაქის მერიამ  ქალაქში 100 ახალი, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული ავტობუსების შესაძენად  4 ნოემბერს გამოაცხადა.

 

მერიის ცნობით, ტენდერში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომპანიამ, რომლებმაც პროექტის განსახორციელებლად შემდეგი ფასი წარმოადგინეს: KAREX (IVECO) – 53 328 000.00ლ, თეგეტა თრაქ ენდ ბას (MAN) – 48 807 236.00ლ, Solaris Bus & Coach S.A – 48 656 719.00 ლ, Zhengzhou Yutong Bus Co..LTD – 31 660 626.00ლ  და XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO – 31 660 601.00ლ.

 

მერიის გავრცელებულ პრესრელიზის მიხედვით,  წინადადების მიღების დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის (XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO) სატენდერო წინადადებას, რათა დადგინდეს მისი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა. შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია განუსაზღვრავს პრეტენდენტს არაუმეტეს 3 სამუშაო დღეს, რათა დაზუსტდეს მოთხოვნები. 3 სამუშაო დღეში სატენდერო წინადადების დაუზუსტებლობის ან დაზუსტების შემდეგ, შეუსაბამობების კვლავ აღმოჩენის შემთხვევაში, მოხდება პრედენტენტის დისკვალიფიკაცია და სატენდერო კომისია განიხილავს მომდევნო ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასის მქონე პრედენდენტის შემოთავაზებას.

 

სატენდერო წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მოხდება პრედენდენტის მოწვევა ხელშეკრულების გასაფორმებლად.

 

გამარჯვებულმა კომპანიამ  დედაქალაქში ახალ ავტობუსები 2014 წელს უნდა შემოიყვანოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი