ახალი ამბები

ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს

8 ოქტომბერი, 2013 • • 1389
ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს

გარდაცვლილის მამა სასჯელაღსრუების სამინისტროს 40 დღეს აძლევს. ოჯახი ასევე აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ არასრულწლოვანს ექსპერტიზა ოჯახის წევრების მისვლამდე და მათი თანხმობის გარეშე ჩაუტარეს. 

 

ტელეკომპანია “იმედთან” გარდაცვლილი პატიმრის მამამ დავით ძველაიამ შემდეგი კომანტარი გააკეთა: ” დარწმუნებული ვარ ღრმად, რომ ჩემი შვილი არის ჯერ მოკლული და მერე არის ჩამოკიდებული. როდის იყო არასრულწლოვანს მშობლის გარეშე ექსპერტიზა უტარდებოდა.” 

 

სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში, ქუთაისში 16 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით ადგილი ჰქონდა სუიციდის ფაქტს.

 

მინისტრის თქმით, გარდაცვლილი პატიმარი 24 საათის შესახლებული იყო საპყრობილეში, თუმცა მანამდეც იყო ნასამართლევი და 28 აგვისტოს პრეზიდენტის შეწყალების შედეგად დატოვა ციხე.

 

 
“ერთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა არასრულწლოვანის გარდაცვალება… დღის განმავლობაში იგი რამდენჯერმე მოინახულეს. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ნახევარი საათის გასული იყო მისი საკნიდან, როდესაც ეს ფაქტი მოხდა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი