ახალი ამბები

პანკისში მცხოვრები: დუისიდან სპეცრაზმიც წავიდა და პატრულიც

18 აგვისტო, 2013 • 1247
პანკისში მცხოვრები: დუისიდან სპეცრაზმიც წავიდა და პატრულიც

 

მოქალაქემ პანკისიდან ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ დროისთვის სოფელ დუსიში არც სპეცრზმი და არც საპატრულო პოლიცია მობილიზებული აღარ არის.

 

„დილით იყო სპეცრაზმი თბლისიდან.  სპეცრაზმი იმიტომ ამოვიდა, რომ მატნელებმა (სოფელი ახმეტის რაიონში) შეურაცხყვეს ქისტები. ერთი 60 კაცი იყო დუისში ამოსული – მატნელები. ქისტებმაც ვერ აიტანეს, გაედევნენ და სცემეს მატნელები“, – ამ ინფორმაციასაც პანკისში მცხოვრები აწვდის ნეტგაზეთს.

 

იარაღი არ ჰქონიათ, წიხლებს და ქვებს ურტყამდნენ ერთმანეთს, ჯოხებსაც – იტყობინება პანკისიდან მოქალაქე.

 

პანკისში მცხოვრების თქმით, დღევანდელი დღის განმავლობაში, გარკვეული დროით გზაც ჩაიკეტა. „თუ სადმე პანკისელის მანქანას ნახავდნენ, სახურავებზე ადიოდნენ მატნელები და ამტვრევდნენ“.  

 

შს სამინისტრო დილიდან არ ადასტურებს პანკისში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანის შესახებ ინფორმაციას. სამინისტრო ასევე ირწმუნება, რომ სოფელ დუისში არსებულ დაპირისპირებაში  ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ზვიადაურის ძმა არ მონაწილეობდა.

 

დაპირისპირებაში მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიადაურის ძმის მონაწილეობის შესახებ და პანკისში სპეცდანიშნულების ჯგუფის შეყვანის შესახებ ინფორმაცია  კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი