ახალი ამბები

მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს

18 მაისი, 2013 • • 1146
მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს

ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის, ევგენი მიქელაძის განცხადებით, ისინი შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ დღეს, 18 მაისს, კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია, რომელიც გუშინდელი ძალადობის დასაგმობად უნდა გაიმართოს. კანცელარიის შენობასთან მობილიზებული არიან პოლიციელები.  აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები, რომელზეც ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებებია დაწერილი. აქციაზე ამჟამად 15–მდე ადამიანი იმყოფება. ისინი აცხადებენ, რომ კიდევ 10 ადამიანს ელოდებიან.

 

გუშინ სასულიერო პირებისა და მათი მიმდევრების მიერ ლგბტ აქტივისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის დაგმობა მოქალაქეთა ნაწილმა დღეს გადაწყვიტა, რის გამოც ისინი 15:00 საათისთვის აპირებენ შეკრებას მთავრობის კანცელარიასთან.

პოლიცია კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე
პოლიცია კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი