ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმპრობა მეოთხედ შეუფარდეს

3 მარტი, 2013 • • 1322
ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმპრობა მეოთხედ შეუფარდეს

“დამთავრდა სხდომა, რომელიც ეხებოდა პირველ მარტს წარდგენილ ბრალდებას ციხის ბუნტთან დაკავშირებით, აღნიშნულ სასამართლოზეც პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულს უკვე მეოთხედ შეეფარდა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა. როგორ შეიძლება ადამიანი 4–ჯერ სხვადასხვა დროს დააპატიმრო და როგორ უნდა მოხდეს ამ განაჩენის აღსრულება. ” –განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა, ახალაიას ადვოკატმა. 

 

სანამ სასამართლო ახალაის წინასწარ პატიმრობას შეუფარდებდა, მანამდე კიდევე ერთი სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალაიას ასევე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

 

“საქმე “სპეცნაზელებს” ეხება, გაუშვეს წვრთნებზე, “სპეცნაზელები” ამბობენ, რომ ეს წვრთნა კი არა, იყო არაადამიანური მოპყრობა და წამება. ვერავინ ვერ ადასტურებს, რომ ამის ორგანიზება ბატონმა ბაჩანა ახალიამ მოახდინა”–განაცხადა ველიჯანაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ, 2 მარტს  გაავრცელა ინფორმაცია, ახალაიასთვის ახალი ბრალის წაყენების შესახებ. პროკურატურის განცხადებით, ბაჩანა ახალაიას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ,  თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

 

მანვე ჩაიდინა ორგანიზატორობა თანამონაწილეობით წამებაში, ე.ი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, პირის დაშინება ანდა პირის დასჯა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის; ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯგუფურად და პოლიტიკური შეხედულებების გამო.


მანვე ჩაიდინა ორგანიზატორობა თანამონაწილეობით დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში,ე.ი პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯგუფურად და  პოლიტიკური შეხედულებების  გამო.

 

აღნიშნული ბრალდება ახალიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება:

 

“19 აგვისტოს, დილით ადრე, ბაჩანა ახალაია დავით ვეკუასთან ერთად ერთიანი მიზნით და განზრახვით აგრძელებდა რა დანაშაულებრივ ქმედებებს, ამ უკანასკნელმა თავის კაბინეტში დაიბარა  ზემოხსენებული პირები.  უწოდა მათ მოღალატეეები და შეაგინა დედა. მოთხოვა დაეწერათ პატაკები სამსახურიდან წასვლაზე, შემდეგ  კი შეცვალა მოთხოვნა და უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ ოფიცერთა გადამზადების კურსებზე. ბაჩანა ახალაიასგან წინასწარ მიღებული ბრძანების თანახმად დაახლოებით 09 საათზე დავით ვეკუამ შეკრიბა პირადი შემადგენლობა სამწყობრო მოედანზე და აცნობა, რომ შს მინისტრის ბრძანებით იალღუჯას სპეცოპერაციების სასწავლო ცენტრში უნდა გაევლოთ რეინჯერების კურსი, რა დროსაც მწყობრის წინ გაიყვანა ზემოაღნიშნული შვიდივე პირი, კვლავ უწოდა მოღალატეები და მიაყენა სიტყვიერი შეუარცხყოფა. დანით ააჭრა სამკერდე ნიშნები და დაყარა იქვე,  შემდეგ ზ.-ს და ს.ბ-ს ხელი გაარტყა სახეში, რითაც დაამცირა, ჩააყენა პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, ასევე მიაყენა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა”– ნათქვამის პროკურატური მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია  საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” და „გ”ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა,ბ,დ,ე,ვ  ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა,ბ,დ,ე,ვ  ქვეპუნქტებით.

 

პირველ მარტს კი ახალაიას ბრალი ციხის ბუნტთან დაკავშირებითაც წარედგინა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, გახსნილია ციხის ბუნტის საქმე, რომლის ფარგლებშიც მაშინდელ სასჯელაღსრულების მინისტრს, ბაჩანა ახალაიას ბრალი წარედგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.

 

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს, რომელიც შეეხო სასჯელაღსრულების #1, #5 და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას. პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის გაზაფხულზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმისა თაობაზე, რომ ახალაიამ ნასვამ მდგომარეობაში სცემა პატიმრები. ამ ინფორმაციის გაქარწყლების მიზნით მან ე.წ. მასტერასთან ერთად შეიმუშავა გეგმა.

 

აღნიშნულ ორ  ბრალდებაზე ახალაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, მას უკვე ჰქონდა  ორი წინასწარი პატიმრობა შეფარდებული, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ასევე, წამება(114–ე პრიმა მუხლი) უკავშირდება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი