ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს შეთანხმების და არა დაპირისპირებათა ადგილი

16 თებერვალი, 2013 • 1077
ივანიშვილი: ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს შეთანხმების და არა დაპირისპირებათა ადგილი

მისი თქმით, ამ კუთხით საქართველოს მთავარი, სტრატეგიული პარტნიორია აშშ და მან ამისთვის დღეს, “ქართული ოცნების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა შეერთებულ შტატებს.

 

ივანიშვილის განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია მეზობლებთან ურთიერთობა. მისი თქმით, მან უკვე განახორციელა ვიზიტები სომხეთში, აზერბაინასა და თურქეთში:

 

“აბსოლუტურად წარმატებული ვიზიტები გვქონდა ყველგან, სადაც ვიყავით და თურქეთი არ იყო გამონაკლისი,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის განცხადებით, მთავრობამ დაიწყო ურთიერთობის დალაგება რუსეთთან:

 

“ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს შეთანხმების და არა დაპირისპირებათა ადგილი.  ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ საქართველო პოლიტიკური თანხმობის ადგილი გახდეს.”

 

ივანიშვილმა, ასევე, ისაუბრა კონფლიქტების მოგვარების გზაზე: 

 

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, ერთმანეთის პატიება უნდა შევძლოთ და ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის.”

 

ივანიშვილის თქმით, მთავრობა თავდაუზოგავად მუშაობს და ამის შედეგებს ძალიან მალე ყველა იგრძნობს:

 

“საქართველოში იქნება არნახული ეკონომიკური აღორძინება და ეს მოხდება მეორე, მესამე და მეოთხე წელიწადს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი