ახალი ამბები

რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელები

8 თებერვალი, 2013 • • 1952
რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელები

“იმიტომ შევიწყალე, რომ რაღაც ეტაპზე ეს თემა გახდა ზეპოლიტიზებული. ეს თემა გახდა მთავარი პოლიტიკური დროშა კონკრეტული პოლიტიკური მოძრაობისთვის და გაცდა ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს. მე ვფიქრობ, ეს იყო დესტრუქციული ქმედება ყველას მხრიდან.  მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია. ეს ადამიანები სწრაფად იყვნენ დაჭერილი, რამდენიმე წელი იჯდნენ ციხეში, ისინი იყვნენ მაღალი რანგის ოფიცრები. ჯერ ერთი, იყო სამხედროების ამნისტია, რომელიც უკავშირდებოდა 2008 წლის ომს, მეორეც, კიდევ ვიმეორებ, ზეპოლიტიკური თემა გახდა. ამიტომ არ შეიძლება კრიმინალური თემების პოლიტიზება, ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი ამ პოლიტპატიმრების თემის, ხალხო. არის კონკრეტული კრიმინალი ჩადენილი, არის ადამიანი დაჭრილი, მოკლული, გაუბედურებული, მოტყუებული, ვიღაც თაღლითობის მუხლითაც იჯდა. განვიხილოთ კონკრეტულად, რატომ ვახდენთ ამის პოლიტიზებას? ასეთი თემების პოლიტიზება აზარალებს ყველას, მით უმეტეს, ამ ტიპაჟების ჩართვა პოლიტიკაში, ეს არის სრული კატასტროფა. 

 

ჩვენც ჩვენი გაკვეთილი ვისწავლეთ. გირგვლიანის თემა ერთ–ერთი ყველაზე შავი ლაქაა პირადად ჩემთვისაც, იმიტომ კი არა, რომ იმ

2007 წლის საპროტესტო აქციებისას შექმნილი ბანერი
2007 წლის საპროტესტო აქციებისას შექმნილი ბანერი

დროს ვიყავი პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტი ვიზიარებ პასუხისმგებლობას რაღაცებზე, თუ რამე ახალს აღმოაჩენს ძალიან მიკერძოებული გამოძიება, მხოლოდ მივესალმები და ეს ნამდვილად უნდა იყოს და არა თითიდან გამოწოვილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: აღმოჩენილი იქნა ხალხი, პასუხისგებაში იქნა მიცემული, გასამართლებული იქნენ. მე თვითონ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა აღმოჩნდე ასეთ სიტუაციაში, როცა საღსალამათი ადამიანი გამოდის სახლიდან და მიდის სადღაც რესტორანში გასართობად და მერე პოულობენ მკვდარს. ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ სახელმწიფო აპარატმა მაშინაც იმუშავა, შეიქმნა სახელმწიფო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის თქმით, 90–იან წლებში ძალიან ბევრი მსგავსი ფაქტი ხდებოდა და მაშინ ვერ იმუშავა სახელმწიფო მანქანამ. მან ამის საილუსტრაციოდ 1990-იან წლებში მომხდარი რამდენიმე გახმაურებული მკვლელობაც გაიხსენა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი