ახალი ამბები

საპატრიარქო საზოგადოებას აფრთხილებს

18 დეკემბერი, 2012 • • 1406
საპატრიარქო საზოგადოებას აფრთხილებს

ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

 

განცხადების თანახმად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეკლესიის მეთაურის სახელით ხალხი შეცდომაში შეჰყავთ: ”  მიგვაჩნია,  რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს შესაბამის ზომებზე, რათა მსგავსი ქმედებისა და ცილისწამებისაგან ნებისმიერი მოქალაქე იქნეს დაცული.”

 

საპატრიარქო
საპატრიარქო

ზელიმხან უძილაურმა  სოცაილურ ქსელ „ფეისბუკში“  გაავრცელა სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერის, კათალიკოს-პატრიარქის ილია II მიმართვის საკუთარი ვერსია.

 

უძილაურის მიერ  გავრცელებულ მიმართვაში  პატრიარქი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აკრიტიკებს: „ როდესაც დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ არაკომპეტენტურობას და რეპრესიული მანქანის ამუშავებას ვუცქერი, ჩემი მოხუცი და ავადმყოფი გული მწუხარებით თრთის და ღმერთს ვთხოვ შველას, მაპატიოს, რომ ყოფილი ხელისუფლების პროდასავლურ კურსს აქტიურად არ ვუჭერდი მხარს!

თუ ასე გაგრძელდა, როგორც დღესაა, მაშინ ჩვენი უკრაინიზაცია შეუქცევად პროცესად იქცევა, დღევანდელი ხელისუფლება ერთ-ერთ ოდიოზურ წარმონაქმნად წარმოჩინდება ცივილიზებული სამყაროს თვალში და ყველანი ზურგს შეგვაქცევთ, არამხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაცია, უბრალოდ, როგორც ქვეყნის არსებობაც კი სანატრელი გაგვიხდება! რუსეთი ჩაგვყლაპავს!“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი