ახალი ამბები

ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას იწყებს

14 ნოემბერი, 2012 • 1010
ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას იწყებს

დღეს ისრაელის საავიაციო ძალებმა ღაზას სექტორში რამდენიმე ავიაშეტევა განახორციელეს.  

BBC-ის ინფორმაციით, საავიაციო შეტევა განხორციელდა ავტომობილზე, რომელშიც პალესტინელი მაღალჩინოსანი იმყოფებოდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

ისრაელის არმიის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შტაბის უფროსის, გენერალ ბენი განცის გადაწყვეტილებით, ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” და “ისრაელის ჯიჰადის” წინააღმდეგ ოპერაცია იგეგმება და ეს მხოლოდ დასაწყისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი