2012.07.09

დღეს და ხვალ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმა ხანმოკლე იქნება:

“შესაძლებელია იყოს ძლიერი წვიმა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარეებში წყლის დონე დაკლებულია, შესაძლო წვიმამ შესაძლებელია მშრალ ხევებში და პატარა მდინარეებში წყალმოვარდნები გამოიწვიოს”, – განაცხადეს სააგენტოში.

წვიმა საქართველოს ტერიტორიაზე დღეს და ხვალაა მოსალოდნელი, ზეგიდან კი სინოპტიკოსები გამოდარებას ელიან.