2012.06.08

მაია მიმინოშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას აფუძნებს

უახლოეს დღეებში მაია მიმინოშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციას დააფუძნებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მიმინოშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

 

"განათლების სფეროს ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მუშაობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი მიზანი იქნება, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ამ დღეებში ვაფუძნებთ. იმედი გვაქვს, ჩვენი მიზნები და იდეები იმ საერთაშორისო დონორო ორგანიზაციებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება, რომლებიც კარგა ხანია საქართელოში მსგავსი პროექტების მხარაჭერას ახორციელებენ,"- წერს მიმინოშვილი. 

 

შეგახსენებთ, რომ მაია მიმინოშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან მიმიდინარე წლის 28 მაისს გათავისუფლდა. 

 

მიმინოშვილის დათხოვნის შემდეგ  გამოცდების ეროვნული ცენტრის 60 -ზე მეტმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა.