ხელოვნება

წლის 15 საუკეთესო მოთხრობა

14 მარტი, 2011 • • 2666
წლის 15 საუკეთესო მოთხრობა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კრებულისთვის  15 სხვადასხვა ავტორის წლის 15 საუკეთესო მოთხრობა უკვე შერჩეულია.

კრებულში ლაშა ბუღაძის ”ერთზე მეტი ორზე ნაკლები” მოხვდა, ასევე, ლიტერატურულ კონკურს წეროს გამარჯვებული მოთხრობა ”ბავშვობა როგორც სინამდვილეში”. კრებულის ავტორებს შორის არიან: დავით ქართველიშვილი, გურამ მეგრელიშვილი (ზემხა), თეონა დოლენჯაშვილი, ბესო ხვედელიძე და ირმა ტაველიძე.

უკვე მეშვიდე წელია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წლის მანძილზე ინტერნეტში თუ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ მოთხრობებს ერთ წიგნად კრავს. როგორც წესი, მისი პრეზენტაცია აპრილის თვეში წიგნის ფესტივალზე  იმართება. საუკეთესო მოთხრობებს თავად გამომცემლობა არჩევს.

გამომცემლობა 15 ავტორს  შორის სამ საუკეთესოს ფულადი პრიზით აჯილდოვებს. გასული წლის საუკეთესო მოთხრობის ავტორი მიშა ბახსოლიანი წელს კიდევ ერთხელ მოხვდა კრებულში. მიშა ბახსოლიანმა 2010 წელს პირველი, სადებიუტო წიგნი გამოუშვა. მოთხრობების კრებული ”ყველას უყვარს მარი”, რომელიც გამომცემლობა დიოგენემ ლიტერატურულ პრემია საბაზე წლის საუეკეთესო დებიუტის ნომინაციაში წარადგინა.

სამი საპრიზო ადგილის გარდა, პრიზები სხვა მოთხრობების ავტორებსაც შეხვდებათ. მათ შორის ერთ გამარჯვებულს ინტერნეტ მომხმარებელი აირჩევს. ლიტერატურულ საიტზე, Literatura.ge 15 ავტორს შორის არჩევანს საიტის მომხმარებელი გააკეთებს.

წლევანდელ 15 საუკეთესოში რამდენიმე ავტორი პირველად მოხვდა. მათ შორის, ალეკო ცქიტიშვილი, მარინა ელბაქიძე და ჯაბა ზარქუა.

23 წლის ჯაბა ზარქუას პირადი კრებული ჯერ არ აქვს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მისი პირველი წიგნის დაბეჭდვას გეგმავს.

აი, ის 15 მოთხობა,რომელიც გამომცემლობამ 2010 წელს დაწერილ საუკეთესო მოთხობებს შორის შეარჩია.

მიშა ბახსოლიანი–დიდი რამე

მარი ბექაური–ბავშვობა, როგორც სინამდვილეშია

ლაშა ბუღაძე–ერთზე მეტი, ორზე ნაკლები

თეონა დოლენჯაშვილი–რეალური არსებები

მარინა ელბაქიძე–ნატაშა

ჯაბა ზარქუა–ლაბორატორია: ,,კანდიდო,,

ზურა ლეჟავა–უხურდავებელი მონეტა

გურამ მეგრელიშვილი–ადამიანის ქალაქი

რატი რატიანი–მოშეს ხალხი

ირმა ტაველიძე–გორის ციხე

ნინო ტეფნაძე–კურდღლები

დათო ქარდავა–მარტოობის ევქარისტია

დავით ქართველიშვილი–3:1

ალეკო ცქიტიშვილი–მთაზე ასვლა

ბესო ხვედელიძე–სიკვდილის ბორბალი

მასალების გადაბეჭდვის წესი