საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით ვახტანგ მაისაიას, ალექსანდრე ბარამიძის, ლაშა ტუღუშისა და ვახტანგ ხმალაძის მიერ შეტანილი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა .
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე გუსეინ გაჯიევი და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ისმაილ ქურდოღლი დააკავეს.
სრულად კომენტარი
თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მაისის მოვლენებში მონაწილე პირებს 100-100 ლარიანი ჯარიმები დააკისრა. ამის შესახებ სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
ხელისუფლება ნარკოდამოკიდებული პირებისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი დაწესებულების შექმნას აპირებს, პარალელურად იგეგმება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. აღნიშნულ საკითხებზე „ნეტგაზეთი“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს კონსტიტუციაში შეცვალოს ის ნორმა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას ითვალისწინებს 2013 წლის შემოდგომიდან. ამჟამად მოსამართლეები 10 წლის ვადით ინიშნებიან თანამდებობებზე.
ბარ–რესტორან La Truffe–ში 12 მაისს, ღამის საათებში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მხარეები სხადასხვა ინფორმაციას ავრცელებენ. გამოძიებამ უკვე დაკითხა სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, დეპუტატი დავით საყვარელიძე და ინციდენტის შემსწრე სხვა პირები.
ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულთა პროცესი დილის 11 საათზე დაიწყო და საღამომდე გაგრძელდა. პროცესზე მოწმეები ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხეს.
პირი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, აცხადებს, რომ პროკურატურაში დაკითხვისას გამომძიებლებმა მის ჩვენებაში არ ჩაწერეს მისი ბრალდება პრემირ–მინისტრის მრჩეველ გია ხუხაშვილისადმი, ასევე, მთავარი პროკურორის მოადილე ლაშა ნაცვლიშვილისა და შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძისადმი.
აჭარის პროკურორი ამბობს, რომ ჟურნალისტზე კონტრდაზვერვის მოძალადე თანამშრომლების მიმართ იქამდე ვერ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს, სანამ ამ საქმეს გრიფი საიდუმლო არ მოეხსნება. პროკურორი ამბობს, რომ გრიფის მოხსნაზე იუსტიციის სამინისტროში უარი უკვე უთხრეს. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს - დაისჯებიან თუ არა ჟურნალისტზე მოძალადე პირები. „ბათუმელებისთვის“ ახლახან ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის 25 ნოემბრის ღამეს თედო ჯორბენაძეზე მოძალადე თანამშრომლების სამსახურში დაბრუნება განიხილება.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შ.პ.ს. "მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.
კომენტარი
ელ-მთავრობის შესახებ
უკან – შიშია !
თამარ კორძაია: "ეს ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის"