2013.05.10

ბათუმის ვალი 100 მილიონ ევროს აჭარბებს

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება, რომელსაც KFW აფინანსებს, 82 მილიონ ევროს აჭარბებს (photo: ) მომავალი წლის ბიუჯეტში ბათუმის მერიამ ვალების დაფარვის მიზნით 14 მილიონზე მეტი ლარი უნდა გაითვალისწინოს. 2015 წლის ბიუჯეტში კი ეს თანხა 15 მილიონს გადააჭარბებს, ასე მოიმატებს ბათუმის ბიუჯეტის სესხების დაფა.

სრულად კომენტარი
2013.02.20

ბათუმის პორტის დირექტორი: აბაშიძის, შევარდნაძის და სააკაშვილის კვალი პორტში არ არსებობს

ლევან ჯობავა (photo: ) "ასლან აბაშიძის, შევარდნაძის, სააკაშვილის კვალი პორტსა და ტერმინალში არ არსებობს. რაც შეეხება ოფშორს, ვფიქრობ, სამართალდამცავებს შეუძლიათ გარდატეხა შეიტანონ ისეთ საკითხში, როგორიცაა კორუფცია, მონოპოლია, კლანები, დაჯგუფებები... საქართველოში რომ ჩამოვედი, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ვიწვნიე. ვფიქრობ, მთავრობა შეძლებს გამოსვლას იმ მარწუხებიდან, რაც აქამდე იყო" - ამბობს ბათუმის პორტის დირექტორი ლევან ჯობავა "ბათუმელებთან" საუბარში.

სრულად კომენტარი
2012.11.14

რაზე ისაუბრეს ბიზნესმენებმა ფინანსთა მინისტრთან ბათუმში

შეხვედრა ბიზნესმენებთან (photo: ) დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სასტუმრო „შერატონში“ აჭარაში მოღვაწე ბიზნესმენებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე.

სრულად კომენტარი
2012.09.12

ვანო მერაბიშვილი: საქართველოში ჰესების ბუმია დაწყებული

ვანი მერაბიშვილი  (photo: ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის თქმით, საქართველოში ჰესების ბუმია დაწყებული, რაც გაგრძელდება მომავალი 20-25 წლის განმავლობაში.

სრულად კომენტარი
2012.09.11

ლიკანის გამაჯანსაღებელი ცენტრი სახელმწიფო ფონდის ინვესტიციით [Video]

 (photo: ) რატომ დაიბრუნა სახელმწიფომ 6 წლის წინ გაყიდული “ბორჯომ-ლიკანის” სანატორიუმის წილი და ვისი სახსრებით შენდება გამაჯანსაღებელი კომპლექსი, სპა ცენტრი და ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო საყოველთაოდ ცნობილ კურორტზე?

სრულად კომენტარი
2012.09.03

ათ მილიონამდე რუსთაველის ქუჩისათვის

ბათუმი (photo: ) ბათუმის ზღვისპირა, რუსთაველის ქუჩის რემონტისთვის, რომლის სიგრძეც 1600 მეტრია, ბათუმის მერიამ ბოლო ხუთ წელში 10-მილიონამდე ლარი დახარჯა. შესაბამისად, რუსთაველის ქუჩის ერთი მეტრის მოასფალტება-მოკირწყვლაში 566 ლარი, ხოლო განათებისთვის კი, დამატებით ერთ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

სრულად კომენტარი
2012.08.27

საირმე - დეპუტატის თუ პრეზიდენტის მამის საკუთრება

სააკაშვილის საირმეში (photo: ) კურორტ საირმის სიმბოლურ ფასად მყიდველ პარლამენტარს სახელმწიფო ფონდმა 1 მილიონი ლარის სესხი მისცა საპრივატიზაციო პირობის შესასრულებლად. ამას გარდა,  საირმის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მთავრობამ დამატებით 5.5 მილიონი ლარი მიმართა. აქვს თუ არა ამ თანხებს რაიმე კავშირი პრეზიდენტის ოჯახთან, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მამასთან, რომელსაც საირმეში დამსვენებლები კურორტის მფლობელად იცნობენ?

სრულად კომენტარი
2012.08.21

მერაბიშვილის მეგობრის კომპანიის თანამშრომლები მონურ სამუშაო პირობებზე საუბრობენ

ბიოპოლუსი (photo: ) ექვსი ფარმაცევტი "ბიოპოლუსიდან" ამბობს, რომ მათ ამ კომპანიაში ისე ექცევიან, როგორც მონებს. კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელი - ლუხუმ კაპანაძე პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეგობარია.

სრულად კომენტარი
2012.08.17

რა ხიბლავთ და აფრთხობთ ეკოტურისტებს ტობავარჩხილში

 (photo: ) ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული მიმართულება - “ტობავარჩხილის ტბა” ინფრასტრუქტურულად სრულიად გაუმართავია. ტურისტების თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არამარკირებული გზაა. ამას ემატება ნაგვის კონტეინერების არარსებობის გამო დაბინძურებული გარემო.

სრულად კომენტარი
2012.08.03

რატომ ულპება ფერმერებს მოსავალი

ვაშლი (photo: ) ქართული ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაცია ადგილობრივი ბაზრის დაბალი მოთხოვნის გამო გართულებულია. ფერმერებს ნაწარმი უცხოეთის ბაზრებზე ვერ გააქვთ და სამაცივრე მეურნეობების დეფიციტისა და სიძვირის გამო ვერც ზამთრის სეზონისთვის ინახავენ.

სრულად კომენტარი