2014.09.09

„მე ვიხდი“ - ჟესტების ენა პატრიარქალურ საზოგადოებაში

 (photo: )   პატრიარქალურ კულტურებში გავრცელებული სტერეოტიპების მიხედვით, რესტორანში, კაფესა თუ კინოში დანახარჯს ტრადიციულად ყოველთვის მამაკაცი იხდის. ხშირ შემთხვევაში, ეს საკითხი არც კი ექვემდებარება განხილვას, რადგან ქალების გარკვეული ჯგუფისთვის მსგავსი ჟესტი არა თუ მისაღებია, აუცილებელიც კია. ფემინისტები კი მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. რა ქმნის დისკომფორტს ურთიერთობებში და რა შემთხვევაში ხდებიან კაცები კულტურული სტერეოტიპების მსხვერპლნი?  

სრულად კომენტარი
2014.09.06

სექსუალური შევიწროება ქუჩაში

ამერიკელი ქალი იტალიაში. რუთ ორკინი. 1951 წელი. (photo: )   თამამად ჩაცმულ ქალებს ხშირად უამრავი უხამსი კომენტარის მოსმენა უწევთ ქუჩაში, რაც ზოგიერთი მამაკაცის აზრით, ქალისთვის სასიამოვნო კომპლიმენტია. კაცებს ხშირად უკვირთ კიდეც, თუ რატომ არ უღიმიან საპასუხოდ ქალები და არ უტოვებენ ტელეფონის ნომერს. ამას ემატება საზოგადოების განწყობაც, რომელიც ასეთ დროს ისევ ქალს ადანაშაულებს იმის მიხედვით, თუ რა ეცვა მას, სად იმყოფებოდა ამ დროს და დღის რომელ მონაკვეთში გაიარა ქუჩაში.

სრულად კომენტარი
2014.09.06

საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივის შესახებ

 (photo: )   „EducationUSA“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამაა, რომლის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.educationusa.info  - განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს 170 ქვეყანაში ხორციელდება. პროგრამა თანამშრომლობს საერთაშორისო განათლების ცენტრთან, რომელსაც საქართველოში, თბილისის გარდა ოთხი რეგიონალური ოფისი აქვს, მათ შორის ერთი - ბათუმში (1998 წლიდან). საერთაშორისო განათლების ცენტრი თავის მხრივ დახმარებას სთავაზობს ქართველ  სტუდენტებს, პროფესორებსა და პროფესიონალებს, მიიღონ ინფორმაცია უცხოეთში სწავლისა და სტაჟირების  შესაძლებლობების შესახებ. საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით წელს პირველად „EducationUSA“-ს საზაფხულო ბანაკი მოეწყო. მასში საქართველოს რეგიონებიდან 35 სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის  7 ბათუმიდან. რა უნდა იცოდეს საზღვარგარეთ სწავლის მსურველმა სკოლის მოსწავლემ და რა მოეთხოვება საერთაშორისო პროგრამის მონაწილეს - ამაზე „EducationUSA“-ს საზაფხულო ბანაკში მონაწილე მოსწავლეები გვესაუბრნენ.   

სრულად კომენტარი
2014.09.01

სექტემბრიდან ცხოველებისთვის წამლებს ვეტერინარები გასცემენ

მიშა სტალინსკის ფოტო (photo: @StalinskyM) სექტემბრიდან იურიდიულად დარეგისტრირებული ვეტერინარები საკუთარ პაციენტებზე წამლებს დანიშნულებასთან ერთად გასცემენ, რადგანაც აფთიაქიდან მეორე ჯგუფის  მედიკამენტების  ურეცეპტოდ გაცემა იკრძალება, ფორმა №3 რეცეპტის გამოწერის უფლება კი ვეტერინარს არ აქვს.

სრულად კომენტარი
2014.08.29

გამონაბოლქვთან ბრძოლა აქციებით - ევროკავშირამდე გასავლელი გზა

 (photo: ) იმის გამო, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არ ზღუდავს დასახლებულ უბნებში საწარმოების გახსნას, გამონაბოლქვით შეწუხებულ მოსახლეობას ამჯერად თბილისის ერთ-ერთ უბანში საკუთარი უფლებების დასაცავად ფეროშენადნობ საწარმოსთან მორიგეობა და მისი მუშაობისთვის ხელის შეშლა უწევს.

სრულად კომენტარი
2014.08.28

რას ნახულობენ აჭარაში ტურისტები ყველაზე ხშირად

საბაგირო გზა ბათუმში ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია (photo: )   ტურისტების ცოცხალ რიგს ბათუმის საბაგირო გზასთან და დელფნარიუმთან ხშირად ნახავთ - ბათუმის საბაგირო გზა „არგო“ და დელფინარიუმი აჭარაში ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილებია. ამაზე ის სტატისტიკა მეტყველებს, რომელიც „ბათუმელებს“ ამ ორგანიზაციებიდან მოაწოდეს. გასულ კვირას „ბათუმელები“ არკვევდა, რომელ ადგილებს სტუმრობენ აჭარაში დამსვენებლები ყველაზე ხშირად.  

სრულად კომენტარი
2014.08.27

ებრაელი პატიმრების ფორმასთან მსგავსების გამო "ზარამ" მაისური გაყიდვების ქსელიდან ამოიღო

 (photo: ) კომპანიამ "Zara" გაყიდვების ქსელიდან ყვითელვარსკვლავიანი ზოლებიანი მაისური ამოიღო მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა ებრაელი პატიმრების ფორმის ფოტო გაავრცელეს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში ატარებდნენ.

სრულად კომენტარი
2014.08.26

რას უნდა ველოდოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებებისგან

მოსწავლე, განათლება, სკოლა, საკლასო ოთახი, დაფა (photo: ) მომავალი სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმას სადამრიგებლო და კითხვის საათები, ასევე, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები დაემატება . რას უნდა ველოდოთ ამ ცვლილებებისგან?

სრულად კომენტარი
2014.08.22

არქეოლოგიური აღმოჩენა ცაგერში [ფოტო]

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი (photo: ) საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ცაგერის ისტორიული მუზეუმის ცხეთა-დეხვირის ღია ცისქვეშ მუზეუმში შუასაუკუნეების ციხის ნაშთებს, გალავანს და დიდი რაოდენობით ქვევრებს მიაკვლია და ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ტერასული ტიპის ნაგებობები და ტიპიური კოლხური კერამიკის ნაშთები გამოავლინა.

სრულად კომენტარი
2014.08.19

მიუსაფართა ცხოვრება 40 გრადუსიან სიცხეში "ბრეზენტის" კარვებში [ვიდეო]

მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი თბილისში. 19.08.2014 (photo: ) თბილისის მიუსაფართა დროებითი თაშესაფრის ბინადრები “ბრეზენტის” კარვებში 40 გრადუსიან სიცხეში გაგრილების საშუალებების, მაცივრისა და ვენტილატორის გარეშე ცხოვრობენ.

სრულად კომენტარი