ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.
სათემო რადიოების მაუწყებლობისთვის საჭირო ლიცენზიებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ისევ არ გასცემს.
მსოფლიო სტატისტიკით, ერექციული დისფუნქცია მამაკაცების 25%-ს აწუხებს. ექიმი-სექსოლოგი გიორგი ბეროშვილი ამ პრობლემაზე საუბრობს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდების განრიგი მაისის ბოლოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. მაისის ბოლოდან დაიწყება საგამოცდო ბარათების დარიგებაც.
დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას ეწვია. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა.
სრულად კომენტარი
როგორ იღებენ პატიმარი არასრულწლოვნები ზოგად განათლებას და რა ხდება მაშინ, როდესაც ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ.
“უგულავას დიეტა”, “კრემლის დიეტა”, “სუხიშვილების დიეტა”, მსგავსი ე.წ. პოპულარული დიეტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ხოლო რაციონი - განსხვავებული. არის თუ არა მიზანშეწონილი პოპულარული დიეტების დაცვა და რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას? - ამ საკითხებზე ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი–ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა საუბრობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფო მოსიძე არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა დღეს, 7 მაისს ოფიციალურად წარადგინა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ საზოგადოებისთვის უნდა წარმედგინა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სოფო მოსიძე, რომლის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ ის არ ასოცირდება არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ის არის პროფესიონალი, აქვს გამოვლილი პრაქტიკულად ყველა საფეხური ჟურნალისტიკაში. მას აქვს მედიამენეჯმენტის გამოცდილება, ჰქონდა თავისი ჟურნალი,"- განაცხადა ბარათაშვილმა.
თავად სოფო მოსიძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დაჭირდა.
"ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო მისიას ვიწყებ. ძალიან ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება. რამდენიმე მიზეზი იყო, რის გამოც ამ თანამდებობას დავთანხმდი. პირველი - მივიღე გარანტიები იმისა, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან. მეორე- მე ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი "ნიუსებში", ვიცი "ნიუსის" მუშაობის სპეციფიკა, და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი იყო, რის გამოც დავთანხმდი,"
მოსიძის განმარტებით, მენეჯმენტის მიზანია "მოამბე" იყოს ერთ-ერთი...
საქართველოში მოქმედმა ქრისტიანულმა კონფესიებმა, მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, წითელი პარასკევი ერთობლივად აღნიშნეს. მორწმუნეებმა თბილისის ქუჩებში სამსჭვალიანი ჯვრით მსვლელობა მოაწყვეს.
ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - ბოლო წლებში აბიტურიენტები ამ საგნების მიმართ ყველაზე ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ. ამაზე საქართველოს სამი უნივერსიტეტიდან მიღებული კურსდამთავრებულთა სტატისტიკაც მეტყველებს. მიმდინარე წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სხვა სპეციალობებთან ერთად ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა პრიორიტეტად გამოაცხადა და მასზე სწავლა უფასო გახადა, თუმცა არსებობს რამდენიმეწლიანი წყვეტა, რომელმაც, პირველ რიგში, პრობლემა სკოლებს შეუქმნა. სკოლებში ამბობენ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვალიფიციური კადრები სჭირდებათ, თუმცა პოვნა უჭირთ.
კომენტარი
ელ-მთავრობის შესახებ
უკან – შიშია !
თამარ კორძაია: "ეს ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის"