26.04.2012

კალმახელიძე: ქვეყანაში 23 622 მსჯავრდებული და ბრალდებულია

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, ქვეყანაში, ზოგადად, დანაშაულმა იკლო, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მსჯავრდებულთა რაოდენობა აღარ გაზრდილიყო.

მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოში 23 622 მსჯავრდებული და ბრალდებულია ერთად აღებული.

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პირველადი ჯანდაცვის დანერგვაა.

„პირველადი ჯანდაცვის მოდელის დანერგვა სასჯელაღსრულების სისტემაში წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება. აქ საუბარი იყო ბიუჯეტის გზაზე, რადგან საქმე–საქმეზე მივიდა, შეიძლება ითქვას, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო დეპარტამენტის ბიუჯეტი 80–ჯერ გაიზარდა. პერსონალის გაზრდის შესაძლებლობა გვექნება, ვქმნით შესაბამის ინფრასტუქტურასაც. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ეს წითელი ჯვრის რეკომენდაციის ფარგლებში ხორციელდება”, – განაცხადა დღეს კალმახელიძემ პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე.