ეკონომიკა

ლაგოდეხის ნაკრძალისთვის 270 000 ევრო გამოიყო

25 თებერვალი, 2011 • • 1290
ლაგოდეხის ნაკრძალისთვის  270 000 ევრო გამოიყო

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა გოგახაჩიძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ  და კავკასიის ბუნების ფონდის(CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ მორისონმა საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერეს ხელი.

გარემოს დაცვის სამინისტროსა და “კავკასიის ბუნების ფონდს” (CNF) შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ლაგოდეხის ნაკრძალის მხარდასაჭერად 2011-2013 წლებისთვის  CNF-ი  270 000 ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს. აღნიშნული თანხა, სამინისტროს ინფორმაციით,  ნაკრძალის მოვლას და მიმდინარე ხარჯების დაფარვას მოხმარდება. 

კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ მორისონის განცხადებით, საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო ფონდები მნიშვნელოვან დაფინანასებას გამოყოფენ, ვინაიდან საქართველოს ბუნება საგანძურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი