ტექნოლოგიები

სინათლის ენერგიაზე მომუშავე სმარტფონი 150 დოლარად

28 თებერვალი, 2011 • • 1408
სინათლის ენერგიაზე მომუშავე სმარტფონი 150 დოლარად

გარდა იმისა რომ მზითა და სინათლის ენერგიით იტენება, მობილურს ის უპირატესობაც გააჩნია, რომ კორპუსის უკანა მხარეს განთავსბული ელემენტი ენერგოსხივის პირდაპირ დაცემას არ საჭიროებს. ანუ იგი მუდმივად იტენება – ქუჩაში მოძრაობისა თუ ოთახში ყოფნისას. მთავარია აპარტი სქელი ტანსაცმლის ჯიბეში არ ჩამალოთ და იგი დღის შუქს ხედავდეს. ტელეფონისთვის მზის ელემენტი ჰოლანდიურმა კომპანიამ Intivation დაამზადაა, რომელმაც აპარატი ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress 2011-ზე წარმოადგინა. მზის ელემენტებზე მომუშავე ტელეფონი სიახლე არაა, მაგრამ ნაკლებად ცნობილმა ჩინურმა კომპანია Umeox გადაწყვიტა, რომ თავისი ჭკიანი მობილური სერიულ წარმოებაში ჩაუშვას. ფასიც, ასეთი ტიპის ტელეფონისთვის, საოცრად დაბალი აქვს – სხვადასხვა მონაცემებით საშუალოდ 150 დოლარი ეღირება. ტელეფონის 2 სხვასხვა მოდიფიკაცია დამზადდება – ამერიკული და ევრაზიული ბაზრისთვის. მობილური უკვე მაისიდან, თავდაპირველად ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაში გაიყიდება. მისი ტექნიკური მახასიათებლები კი ასეთია: 3 მეგაპიქსელიანი კამერა; 3,2 დიუმიანი სენსორული ეკრანი HVGA დისპლეით; ერთ გიგაბიტიანი შიდა მეხსიერება; FM-რადიო; Bluetooth.


მასალების გადაბეჭდვის წესი