26.04.2012

საქართველო–კორეის ბიზნესფორუმი თბილისში

საქართველო–კორეის ბიზნესფორუმი დღეს, 13 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართება.

საქართველო–კორეის ბიზნესფორუმი დღეს, 13 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართება.

ბიზნესფორუმის ორგანიზება საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატამ და  საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ განახორციელა. 

ბიზნესფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გახსნის. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფოერმაციით, კორეელი ბიზნესმენები საქართველოში 25 აპრილს ჩემოვიდნენ. ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს ქვეყანაში, ძირითადად, საფინანსო, ენერგოსექტორი და ტელეკომუნიკაციები აინტერესებთ. ბიზნესფორუმის ფარგლებში, კორეელი ბიზნესმენები ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სამხრეთ კორეაში 2012 წლის თებერვალში იმყოფებოდა. მაშინ მხარეები საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. თებერვალში სამხრეთ კორეის სამთავრობო უწყებებში შეხვედრები გამართეს: ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

2012 წლის მარტში სამხრეთ კორეაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სეულს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა საქართველოში სოლდური ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.