ეკონომიკა

იანვრის თვის ეკონომიკური სტატისტიკა

2 მარტი, 2011 • • 1078
იანვრის თვის ეკონომიკური სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2011 წლის იანვრის თვეში 3 973 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 34%-ით მეტია, ამასთან, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 2 619.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 39.7%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე, კერძოდ, 2010 წლის იანვარში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 1 875.0 მილიონი ლარი შეადგინა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს რაც შეეხება, 2011 წლის იანვარში მისმა ხარჯებმა 382.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 84.3 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელს. 2011 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა 443.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2010 წლის იანვარში-349.8 მილიონი. ხარჯები და შემოსავლები 2010 წლის დეკემბერში ბევრად აღემატებოდა 2010 და 2011 წლის იანვრის თვეების მაჩვენებლებს-კერძოდ, გასული წლის დეკემბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა 584.2 მილიონი, ხოლო შემოსავლებმა კი 590.0 მილიონი ლარი შეადგინეს.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები წინასწარია და ექვემდებარება დაზუსტებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი