ახალი ამბები

მიწისძვრა საქართველოში

22 თებერვალი, 2011 • • 1396
მიწისძვრა საქართველოში

საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს, გამთენიისას, ქალაქ ნინოწმინდასთან ახლოს მოხდა.

ნეტგაზეთთან საუბარში  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ოპერატიული დამუშავების ჯგუფის უფროსი მანანა ძმანაშვილი ამბობს, რომ მიწისძვრა სუსტი იყო და ის ეპიცენტრის მოსახლეობას არ დააზიანებდა.

“სამის ოც წუთზე, დღეს გამთენიისას, ფოკასთან, ქალაქ ნინოწმინდასთან ახლოს მოხდა მიწისძვრა. პატარა სიძლიერის მიწისძვრა იყო. ეპიცენტრში მოსახლეობა სუსტ რყევას შეირგრძნობდა. პირველი ბიძგი შედარებით ძლიერი იყო, 3,2 მაგნიტუდის, რაც შეიძლებოდა  მოსახლეობას ეგრძნო, თუმცა მოგვიანებითი ავტოშოკები კიდევ უფრო სუსტი იყო”,–ამბობს ძმანაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი