ეკონომიკა

ფულადი გზავნილების ლიდერი კვლავ რუსეთია

15 თებერვალი, 2011 • • 2135
ფულადი გზავნილების ლიდერი კვლავ რუსეთია
2011 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.7 მლნ აშშ დოლარით, ანუ 17.4 პროცენტით მეტია 2010 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.4 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.3 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე, ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
Image 3277
Image 3277

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი მოდიოდა.

 

2011 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 5.9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 5.2 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის იანვარში.

გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: 

Image 3278
Image 3278


მასალების გადაბეჭდვის წესი