2014.12.17

რატომ არ არის რეკომენდებული ბავშვების ადრეული კონტაქტი სმარტფონთან, კომპიუტერთან და ტელევიზორთან

ბავშვები და ელექტრონული მოწყობილობები (photo: ) ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვები  დღის განმავლობაში საშუალოდ 7 საათს ატარებენ ტელევიზორთან, კომპიუტერთან, სმარტფონთან ან სხვა ელექტრონულ გაჯეტთან. რამდენად მიზანშეწონილია სკოლამდელი ასაკის ბავშვების მსგავს ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და როგორ უნდა დანერგოს მშობელმა ერთგვარი “ელექტრონული დიეტა”? - "ნეტგაზეთის" შეკითხვებს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ გაგოშიძე პასუხობს:

სრულად კომენტარი
2014.12.16

უმეცრებასა და თავგასულობას ძეგლებთან მიმართებაში ბოლო უნდა მოეღოს

მალხაზ სონღულაშვილი (photo: ) ყველაფერი, რაც ადამიანურ ცივილიზაციას შეუქმნია - თუ იუდეური, თუ ქრისტიანული, თუ მუსლიმური თელოგიური  პერსპექტივიდან  - არის ღმერთადამიანური შემოქმედების ნაყოფი და, შესაბამისად, იგი დიდ მოწიწებასა და გაფრთხილებას საჭიროებს.

სრულად კომენტარი
2014.12.16

ლალი პერტენავა: სახელმწიფო პოსტფაქტუმ დააფასებს საყდრისს საკუთარი რეაბილიტაციისთვის

ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა (photo: 5D-Voisyou) კომპანია RMG Gold-მა საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები 2014 წლის 13 დეკემბერს დაიწყო. ადამიანებმა, რომლებიც საყდრისის მაღაროს შენარჩუნებისთვის აქციებს მართავდნენ, პროტესტი განაახლეს. "ნეტგაზეთი" ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავას ესაუბრა საყდრისის მაღაროზე შექმნილ მდგომარეობაზე, პროტესტის მიმდინარეობასა და მის პერსპექტივაზე:

სრულად კომენტარი
2014.12.11

რუსეთის რბილი ძალის პოტენციალი საქართველოში

გიორგი კანაშვილი (photo: ) „რბილი ძალა“ პოლიტიკურ მეცნიერებებში შედარებით ახალი ცნებაა და განვლილი საუკუნის 90-იან წლებში ფუძნდება სამეცნიერო ლიტერატურაში. რბილი ძალა ყველაზე მარტივად, ალბათ, შემდეგნაირად შეგვიძლია განვსაზღვროთ: სასურველი შედეგის მიღება არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. რბილი ძალის წარმატებით გამოყენების პრაქტიკას ძირითადად დასავლეთის ქვეყნებს უკავშირებენ, თუმცა ბოლო დროს ამ კონცეპტის განვითარებას სხვებიც ცდილობენ, მათ შორის რუსეთიც. 

სრულად კომენტარი
2014.12.11

შავ-თეთრი სეგრეგაციის შესახებ

ლელა ჩახაია (photo: ) სანამ ამინდი რამედ ვარგოდა, უნივერსიტეტში ველოსიპედით დავდიოდი. მაგრამ როცა ტემპერატურა დღისით -10 გრადუსია და ძლიერი ქარის გამო რეალური შეგრძნება – -15, ველოსიპედით სიარული არცთუ ისე სასიამოვნოა. ამიტომ 5 ან 6 ნომერი ავტობუსით მიწევს ყოველდღე სიარული. 

სრულად კომენტარი
2014.12.11

არაეფექტური გამოძიება და სხვა პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით

თამარ გვარამაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფოტო (photo: ) ქალთა უფლებების დაცვა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, სამართალდამცავთა მიერ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა, პირადი ცხოვრების უფლების დაცვა და შრომითი უფლებები - ეს ის მიმართულებებია, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში 2014 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებისას გამოყო. თუ რატომ გამოიყო კონკრეტულად ეს თემები, რომელი მიმართულებით არის საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემები და რომელი მიმართულებით შეინიშნება პოზიტიური ცვლილებები - ამ საკითხებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საია-ს აღმასრულებელ დირექტორს, თამარ გვარამაძეს ესაუბრა.

სრულად კომენტარი
2014.12.09

რასთან მოუწევს ბრძოლა კვიტაშვილს უკრაინაში

ალექსანდრე კვიტაშვილი; ფოტო: kp.ua (photo: ) იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ დანიშნეს ალექსანდრე კვიტაშვილი  უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წევრად, უნდა გავიაზროთ, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე უკრაინული ჯანდაცვა. საქმე იმაშია, რომ ბოლო 23 წლის განმავლობაში ამ სფერომ ვერ შეძლო ერთი ნაბიჯით მაინც გასცდენოდა საბჭოთა მედიცინას.

სრულად კომენტარი
2014.12.09

უკლება: უკრაინამ რეფორმების გასატარებლად მიიწვია ექსპერტები და წარმატება ვუსურვოთ

მიხეილ უკლება (photo: ) "საქართველო-უკრაინის ურთიერთობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება",  - გვითხრა უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ. ამ საკითხზე შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების მაღალ თანამდებობზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია უკლებას უკრაინიდან შესაძლო გამოწვევის შესახებ. ამ და სხვა საკითხებზე "ნეტგაზეთი" ესაუბრა საქართველოს ელჩს უკრაინაში, მიხეილ უკლებას:

სრულად კომენტარი
2014.12.08

განათლების გვერდითი ეფექტები

ლელა ჩახაია (photo: ) კვლევა გვიჩვენებს, რომ რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უკეთესია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სრულად კომენტარი
2014.12.04

აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ხიბლი და შიში

ყუფარაძე/ფოტო: რადიო თავისუფლება (photo: ) 24 ნოემბერს სოჭში ვლადიმერ პუტინმა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი სამოკავშირო ხელშეკრულების გაფორმებისას, აფხაზეთზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა დააანონსა. ალბათ, მოვიდა დრო, რომ აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნაზე აქტიური მსჯელობა დავიწყოთ. ამ გზის აღდგენა ხომ ჩვენს ნებაზეცაა დამოკიდებული.

სრულად კომენტარი