09.04.2012

დაკავებები პარლამენტში სააკაშვილის მისვლამდე [Video]

მიხეილ სააკაშვილი,
მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მისვლამდე ერთი საათით ადრე, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ჯარისკაცებს, რამდენიმე ადამიანი დააკვეს, რომლებიც პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან იყვნენ შეკრებილები.

სააკაშვილი პარლამენტში

სააკაშვილი პარლამენტში

მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მისვლამდე ერთი საათით ადრე, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ჯარისკაცებს, რამდენიმე ადამიანი დააკვეს, რომლებიც პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან იყვნენ შეკრებილები.

თვითმხილველების თქმით, 9 აპრილის მემორიალთან დაახლოებით 30 ადამიანი იყო თავმოყრილი, რომლებმაც პატივო მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, დაანთეს სანთლები და თან ჰქონდათ ტრანსპარანტებიც. ამ დროს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი მივიდა და მათი ტრანსპარანტების ჩამოხევა სცადა.

მას შემდეგ, რაც შეკრებილებმა მათი შეჩერება სცადეს, დაახლოებით 10-მდე ადამიანი მივიდა მათთან და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რამდენიმე მათგანი კი  პოლიციის მანქანაში ჩასვეს.

ერთ-ერთი დაკავებული "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" თანათავმჯდომარე გენადი კეკელია იყო, რომელიც ამ დროისთვის უკვე თავისუფალია. მისი განცხადებით, ის პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ დააკავეს:

"ფორმები არ ეცვათ, მაგრამ მითხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ. მლანძღავდნენ და როცა ვკითხე დაკავების მიზეზი, მითხრეს, რომ ასე იყო საჭირო. მხოლოდ მაშინ გამომიშვეს, რაც მიხეილ სააკაშვილი პარლამენტიდან გაიპარა," - აცხადებს გენადი კეკელია.

ერთ-ერთი დაკავებული ასევე "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენელი მანანა გაბელიაა, თუმცა ის ჯერ არ გამოჩენილა.

თვითმხილველთა განცხადებით, 5 ადამიანია დაკავებული, რის გამოც ისინი ხვალ პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებას აპირებენ.