2015.02.28

რას ასწავლით შვილებს

 (photo: ) - რას გეუბნებიან მშობლები, თუ დაბალ ნიშანს იღებ სკოლაში? - დედა უფრო მიბრაზდება ხოლმე. უნდა, რომ კარგი ნიშნები გამომყვეს. მამას ნიშნებს არ ვეუბნები, არც თავად მეკითხება - ამბობს მესამეკლასელი ნიკო.

სრულად კომენტარი
2015.02.27

რატომ არ უნდა ვკითხოთ ადამიანებს წონის შესახებ

მე-19 საუკუნის ბარათი, რომელზეც გამოსახულია ჯოზეფ კოლტმენი, იგი ყველაზე მძიმეწონიანი ადამიანი იყო ინგლისში 185 წლის წინ. © epa. 29.06.2005 (photo: ) გყავთ თუ არა მეგობრები? დადიხართ თუ არა გასართობ ადგილებში? მოგწონებიათ თუ არა ვინმე და გქონიათ თუ არა სექსი? -ეს კითხვები დაუსვა ტელეკომპანია იმედის გადაცემის წამყვანმა ეკა ხოფერიმ მის რესპონდენტს, 19 წლის გიორგის, რომელი 197 კილოგრამს იწონის.

სრულად კომენტარი
2015.02.24

კონფესიების დაფინანსება, ბრალდებები NGO-ებს და სხვა საკითხები რელიგიის სააგენტოს ანგარიშში

ზაზა ვაშაყმაძე წარადგენს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2014 წლის ანგარიშს  23.02.2015 (photo: ) ფუნქციონირების დაწყებიდან რვა თვის შემდეგ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პირველ ანგარიშში  სხვა საკითხებთან ერთად რელიგიურ კონფესიათა დაფინანსება, “მოხეს კომისიის” შექმნის საკითხები და არასამთავრობო სექტორის კრიტიკაც შევიდა.  

სრულად კომენტარი
2015.02.22

რა თანხაა საჭირო არსებობისთვის

 (photo: )   ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი თვეში, გასული წლის დეკემბერში, ოფიციალურად 159,5 ლარი დაფიქსირდა, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი კვლევით კი - 309 ლარი (ამავე კვლევით, წელს იანვარში საარსებო მინიმუმმა 324 ლარს მიაღწია). ოფიციალური საარსებო მინიმუმი კი, ბოლო ათი წელია საქართველოში 80-დან 160 ლარამდე მერყეობს და მისი გადახედვა დღესაც ზეპირი დაპირების დონეზეა.

სრულად კომენტარი
2015.02.22

როგორ მუშაობს განათლების სისტემა სამხრეთ ოსეთში

2014 წლის წლის სასწავლო წლის დაწყება სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფოტო უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან (photo: ) 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის განათლების სისტემაში საგრძნობი ცვლილებები შევიდა, როცა ბევრ აბიტურიენტს რუსეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობა მიეცა. ამასთან, აქ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს რუსეთში მოქმედ ერთიან სახელმწიფო გამოცდებსაც აჩვევენ. ისინი ამ გამოცდებს (რომელიც აერთიანებს სკოლის გამოსაშვებ და უმაღლესში მისაღებ გამოცდებს) ჩრდილოეთ ოსეთში აბარებენ.

სრულად კომენტარი
2015.02.23

რატომ ფიქრობენ ხშირად სუიციდზე ლბტ ქალები

 (photo: ) “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლბტ (ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ქალებში ხშირია დეპრესია, თვითდაზიანების მიყენებისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები. ქალთა უფლებადაცვითი ორგანიზაციები ამას მკვეთრად ჰომოფობიურ და დისკრიმინაციულ გარემოს უკავშირებენ. ისინი ლბტ ქალების მიმართ ძალადობის დასაძლევად სახელმწიფოსა და მედიას რეკომენდაციებს სთავაზობენ.

სრულად კომენტარი
2015.02.20

როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა - ინტერვიუ ქირურგთან, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა

 (photo: ) ღვიძლის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია ერთი წლის განმავლობაში სპეციალურად გადამზადებული სპეციალისტების გუნდმა ჩაატარა. როგორ კეთდება ღვიძლის გადანერგვა, რა რისკები ახლავს მას და რა სჭირდება ღვიძლის ქირურგიის სრულყოფას საქართველოში. ამ და სხვა თემებზე გუნდის ხელმძღვანელი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ქაშიბაძე გვესაუბრა. 

სრულად კომენტარი
2015.02.19

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი სქემა დაამტკიცეს

თამარ სანიკიძე (photo: ) საქართველოს მთავრობამ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა დაამტკიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მასწავლებელი, რომელიც სკოლაში მუშაობს, 2015 წლის აგვისტო-სექტემბრამდე განაწილდება სამინისტროს მიერ გაწერილ სქემაში და პროფესიულ შეფასებას დაექვემდებარება. 

სრულად კომენტარი
2015.02.20

რა რეგულაციები უნდა დაწესდეს ტაქსების მომსახურების სფეროში

 (photo: ) იგეგმება თუ არა ტაქსების ლიცენზირება? - ეს ის საკითხია, რასაც ბოლო დროს საზოგადოება აქტიურად განიხილავს. თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე და ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე არასამთავრობოები ტაქსების მომსახურების სფეროს მოწესრიგებისა და რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობენ. თბილისის მერიაში კი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უწყება ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს, არ ადასტურებენ.

სრულად კომენტარი
2015.02.20

ყავის მომზადების სპეციალისტი სოხუმის "პინგვინი"-დან თბილისის Carpigiani-ში

ამირან გაგუა თბილისში, კაფე CARPIGIANI-ში ქვიშაზე ყავას ამზადებს (photo: ) "ყავა გემრიელი რომ გამოვიდეს, ზუსტად უნდა იცოდე, როდის გადმოდგა ცეცხლიდან", - ამბობს ყავის მომზადების სპეციალისტი ამირან გაგუა, რომელიც 20 წელზე მეტი აფხაზეთში, სოხუმში, სანაპიროზე მდებარე ცნობილ კაფე "პინგვინში" მუშაობდა. გაგუა "პინგვინის" ანალოგიურ კაფე Carpigiani -ში, რომელიც თებერვლის ბოლოს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე გაიხსნება, სამუშაოდ მიიწვიეს.  

სრულად კომენტარი