24 მაისს თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქცია გაიმართა: 19:00 საათზე ჩატარდა დემონსტრაცია ლოზუნგით: "არა თეოკრატიას", ხოლო პარალელურად გაიმართა კონტრაქცია "ლგბტ თემების პროპაგანდის" აკრძალვის მოთხოვნით.
კომენტარი სრულადდედაენის ბაღში მოქალაქეებმა, ვინც 17 მაისის ანტიფომოფობიური აქციის დარბევას აპროტესტებდა, აქცია გამართეს, ლოზუნგით "არა თეოკრატიას." პარალელურად, მოქალქეების იმ ნაწილმა, ვინც ეწინააღმდეგებოდა ანტიჰომოფობიური აქციის გამართვას ისევ კონტრაქცია გამართეს. მომიტინგეების ორ ბანაკს პოლიციის დამცავი ჯებირები ჰყოფდა. აქცია "არა თეოკრატიას" 7 საატზე დაიწყო, კონტრაქცია – 6 საათზე....
კომენტარი სრულადკონტრაქციის მონაწილეებმა, რომლის ორგანიზატორია "ეროვნული ფრონტი" რამდენიმე წუთის წინ სცადეს დედაენის ბაღში ისევ შესვლა, თუმცა მათ პოლიციამ ისევ არ მისცა ამის საშუალება.
კომენტარი სრულადდედაენის ბაღის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს აქცია - "არა თეოკრატიას!" შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად მივიდა, ხოლო მანამდე პოლიციის თანამშრომლებმა კონტრაქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს და შესაბამისად, მათ შეკრების ადგილის შეცვლა მოუხდათ.
კომენტარი სრულადსაქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირებზე, რომლებიც 17 მაისის საქმეზე არიან ბრალდებულები, შესაძლოა, საერთოდ არ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და ასეთ შემთხვევაში, უცნობია, როდის მოუწევთ ბრალდებულებს მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.
კომენტარი სრულადშსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტზე 17 მაისს ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ორ პირს: 1991 წელს დაბადებულ ბექა ს-ს და 1982 წელს დაბადებულ ტიტალ დ-ს ბრალი წაუყენეს, - აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
კომენტარი სრულადმუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი და ქვემო ქართლის რეგიონის მუფტი, ჯემალ ადაძე, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ სამთაწყაროში, ადგილობრივ მუსლიმებს ლოცვის საშუალება არ მიეცათ.
კომენტარი სრულად„მამაო ჩვენო, მოგვეც პური ჩვენი არსობისა,“ ამბობდა ლოცვა-მკვლელობის დროს მოთარეშე ბრბო. „მხოლოდ პურით ვერ ცხონდება ადამიანი“, ვიმეორებ ვიღაცის ნათქვამ სიტყვებს, რომელსაც აუცილებლად ვიტყოდი, რომ არ მხსომებოდა გონების სიღრმეში დამალული „სიბრძნე“, რომელიც 17 მაისს, ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე მოზეიმე სიძულვილის შემყურეს გამახსენდა.
კომენტარი სრულად"პრეზიდენტი არ არის არც ღმერთი და არც მონათმფლობელი, იგი არის დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი და ისევე აგებს პასუხს კანონის წინაშე, როგორც სხვა მოქალაქე," - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
კომენტარი სრულადსაქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, დღეს, 24 მაისს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართულ შეხვედრაზე, უფრო მეტი დრო 17 მაისის მოვლენებს დაუთმეს, ვიდრე ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების საკითხს.
კომენტარი სრულადსახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს გეგუთის ციხეში მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაცვლილი პატიმრის საქმის შესწავლა.
კომენტარი სრულადსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღე, დედაენის ბაღში დაგეგმილი აქციები მშვიდობიანად ჩაივლის. დედაენის ბაღში დღეს ორი აქციაა დაგეგმილი: 18:00 საათზე აქციას "ეროვნული ფრონტი" ატარებს, რომელიც 17 მაისს კონტრაქციაში მონაწილეობდა, ხოლო 19:00 საათზე ჩატარდება აქცია - "არა თეოკრატიას", რომლის მონაწილეებიც 17 მაისს მომხდარ ძალადობას დაგმობენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
კომენტარი სრულადპრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე შალვა ფიფიას დანიშვნის ფაქტს ეხმაურება.
კომენტარი სრულადსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
კომენტარი სრულადსაქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ თელავისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ადგილი ჰქონდა ორსულთა სამსახურიდან დათხოვნას. შესაბამისად, ომბუდსმენის აპარატმა შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და რეკომენდაციები შეიმუშავა.
კომენტარი სრულადდღეს, 12:00 საათზე, საია თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე სარჩელს შეიტანს.
კომენტარი სრულადბრიუსელში მცხოვრებმა ქართველებმა დღეს, 23 მაისს, საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს დევიზით "არა თეოკრატიას!"
კომენტარი სრულადადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე სასამართლოს შენობასთან შეიკრიბა, ზურაბ ჭიაბერაშვილი პატარა ურჩხულების ჯგუფს ადარებს, მისი თქმით ეს ჯგუფი ნანა კაკაბაძის და მელორ ვაჩნაძის ინტერესებს გამოხატავს:
კომენტარი სრულად"შეერთებული შტატების მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანთა, მათ შორის ყოფილ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილის, დაკავებასა და დაპატიმრების საქმეებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ 23 მაისს გაავრცელა.
კომენტარი სრულად"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შეფასებით, გუშინ, 22 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
კომენტარი სრულადეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარესი განცხადებას ავრცელებს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
კომენტარი სრულადორგანიზაცია "იდენტობა" ავრცელებს ინფორმაციას 23 მაისს თბილისში მომხდარი კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ.
კომენტარი სრულადშსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს- სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.
კომენტარი სრულადპუშკინის სკვერში გარემოვაჭრე ლენას "ტაბურეტკა" 17 მაისის აქციის დარბევის დროს გაქრა. ნეტგაზეთის ვიდეოში ჩანს, მისი ტაბურეტით როგორ გარბის კონტრაქციაში მონაწილე სასულიერო პირი. მას სამართალდაცავებმა დღეს ბრალი წაუყენეს.
კომენტარი სრულადჰომოფობიასთან და ტრანფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (IDAHO) აღნიშვნის შესაძლებლობა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ადამიანის უფლებების დამცველებს არ მიეცათ კონტრმომიტინგეების აგრესიის გამო, რომელიც სასულიერო პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.
კომენტარი სრულადრა კეთდება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ეროვნული სასწავლო გეგმებით გათვალისწინებულ სტანდარტებს ვერ ძლევენ.
კომენტარი სრულადშეიცვალა თუ არა გარემოსდაცვითი პოლიტიკა საქართველოში არჩევნების შემდეგ? - "ბათუმელების" კითხვებს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის "მწვანე ალტერნატივას" ანალიტიკოსმა ქეთი გუჯარაიძემ უპასუხა:
კომენტარი სრულადთბილისის წიგნის ფესტივალი, დღეს 23 მაისს გაიხსნა. ექსპო ჯირჯიას მეთერთმეტე პავილიონში გამართულ ფესივალზე 66 გამომცემლობა, წიგნის გამავრცელებელი კომპანია, წიგნის მაღაზია და საერთშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს. თბილისის წიგნის ფესტივალი 26 მაისამდე გაგრძელდება.
კომენტარი სრულადაბდელატიფ კეშიშის ფილმი „ადელის ცხოვრება. თავი 1 და 2“ (იგივე „ლურჯი ცხელია“) კანის 66-ე კინოფესტივალზე.
კომენტარი სრულად
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე
